ამბროლაურში მოსახლეობამ პრორუსული და ძალადობრივი ალტ-ინფოს ოფისის გახსნა გააპროტესტა.
ისინი მოძალადეების ოფისთან შეიკრიბნენ, თან ჰქონდათ პლაკატები და ევროკავშირის დროშა. მათ ალტ-ინფოს წევრებს ქვეყნისა და ერის მოღალატეები უწოდეს.
"თქვენ ხართ არამზადები, სამშობლოს და ერის მოღალატეები", - მიმართა პოეტმა გურამ გორდეზიანმა ალტ-ინფოს წევრებს.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
ძალადობრივი ალტ-ინფო ქვეყნის მასშტაბით ოფისებს ხსნის.